Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

მიმდინარეობს ინტერნეტშეჯიბრის მეორე ტური
2016-10-17

მიმდინარეობს მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის 2016-17 სასწავლო წლის მეორე ტური. ამოცანების გამოქვეყნებისას ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადად შეცდომით მივუთითეთ 28 ნოემბერი. შეცდომა ამჟამად გავასწორეთ და ამოხსნების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 28 ოქტომბერი.
უკვე გახსნილია ნამუშევრების გამოგზავნის საშუალებაც.
ორიოდე დღის წინ გამოვაქვეყნეთ პირველი ტურის შედეგებიც, რომელთა ნახვა შეგიძლიათ განყოფილებაში გავლილი ტურები.
მეორე ტურში მონაწილეობისათვის იხილეთ განყოფილება მიმდინარე ტური.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა იმის მიუხედავად, მონაწილეობდით თუ არა პირველ ტურში.
გისურვებთ წარმატებას. 

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება