Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

წესები

ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დაუსწრებელი სკოლაა, სრულიად უფასოა და საუკეთესო ქართულენოვანი ინტერნეტრესურსია იმ სკოლებისათვის, სადაც მათემატიკის წრე (კლუბი) ფუნქციონირებს. ინტერნეტშეჯიბრის გამოყენება ნაწილობრივ შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესშიც.


ინტერნეტშეჯიბრი განკუთვნილია საქართველოს (და არა მარტო საქართველოს) საჯარო და კერძო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეთათვის.

ინტერნეტშეჯიბრში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად - ოჯახიდან საკუთარი კომპიუტერის საშუალებით, ასევე, სკოლიდან, მასწავლებლის დახმარებითა და სკოლის კომპიუტერების გამოყენებით.


ინტერნეტშეჯიბრის ყოველი სეზონი შედგება 8-10 ტურისაგან. ტურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ნებისმიერ ტურში (უკანასკნელის გარდა) შესაძლებელია მონაწილეობის მიღება იმის მიუხედავად, მონაწილეობდით თუ არა წინა ტურებში.

მიმდინარე ტურის ამოცანებისა და გავლილი ტურების შედეგების ნახვა შესაძლებელია ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე. ავტორიზაციის გავლა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა მონაწილეს ამოხსნები უკვე მომზადებული აქვს და მათი გადმოგზავნა უნდა. ავტორიზაციის გავლა ხდება მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით. ამ მონაცემებს კი მონაწილე მიიღებს მას შემდეგ, რაც გაივლის რეგისტრაციას.

მეორედან დაწყებული უკანასკნელ ტურამდე, ყოველ ტურში ორი კატეგორიაა – პირველი ლიგა და უმაღლესი ლიგა. პირველ ლიგაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოპოვება სჭირდება. ბუნებრივია, რომ პირველ ტურში ყველა მოსწავლე პირველ ლიგაში მონაწილეობს. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოსწავლემ მოიპოვოს პირველივე ტურში ან (თუ პირველ ტურში ვერ მოახერხებს) ნებისმიერ სხვა ტურში. ამისათვის მოსწავლემ რომელიმე ტურის პირველ ლიგაში უნდა მიიღოს მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა (9 ან 10 ქულა). მომდევნო ტურიდან მოსწავლე მონაწილეობას უკვე უმაღლეს ლიგაში მიიღებს. წლის უკანასკნელ ტურში მხოლოდ უმაღლესი ლიგის ამოცანებია.


თითოეულ კატეგორიაში 5 ამოცანაა. თითეოულ ამოცანაში მოსწავლემ შეიძლება მიიღოს 2, 1 ან 0 ქულა.


ტურის დამთავრების შემდეგ მონაწილეთა გადმოგზავნილი ნამუშევრები განიხილება, შეფასდება და გამოიკიდება გავლილი ტურის ანალიზი (ამოცანების ამოხსნები, შეფასების სქემა, მოსწავლეთა შედეგები).

განვლილი ტურების ამოცანების, მათი ამოხსნებისა და შედეგების დათვალიერება ყველას შეუძლია. რაც შეეხება ამოცანების ამოხსნების გადმოგზავნას, ამისათვის აუცილებელია, რომ მოსწავლემ გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემებს მონაწილე იღებს რეგისტრაცისას.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება