Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ყურადღება, დაიწყო „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების მესამე ტური!
2009-04-13

დაიწყო "მზიურის" მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების 2008-2009 სასწავლო წლის მესამე ტური.
ჩვეულებისამებრ, შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ მე-5, მე-4 და მე-3 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც აინტერესებთ და ეხალისებათ ძნელი მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობა.
იმის გამო, რომ საიტი განახლდა, მონაწილეობისათვის საჭიროა ხელახალი ერთჯერადი რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც მონაწილე იღებს უნიკალურ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლებიც უნდა დაიმახსოვროს. ამ სახელითა და პაროლით მონაწილე გადის ავტორიზაციას ყოველთვის (როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო ტურებში), როცა ეს მას დასჭირდება. ავტორიზაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა მონაწილეს ამოცანა (ან ამოცანები) ამოხსნილი აქვს და უნდა ამოხსნების გადმოგზავნა.
გირჩევთ დაწვრილებითი ცნობებისათვის იხილოთ გვერდი წესები.
ტურში მონაწილეობისათვის იხილეთ გვერდი მიმდინარე ტური.

გისურვებთ წარმატებებს.

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება