Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

გამოქვეყნდა მე-3 ტურის შედეგები
2011-11-25

გამოქვეყნდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების 2011-12 სასწავლო წლის მე-3 ტურის ანგარიში. განყოფილებაში გავლილი ტურები, ჩვეულებისამებრ, მცირე სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ მე-3 ტურის ამოცანები ამოხსნებითა და შეფასების სისტემით და მონაწილეთა (არანულოვანი) შედეგები.

გამოქვეყნებულია მე-4 ტურის ამოცანებიც. მონაწილეობისათვის იხილეთ განყოფილება მიმდინარე ტური. ჯერჯერობით შესძლებთ მხოლოდ ამოცანების ნახვას. რამდენიმე დღეში უკვე შესძლებთ ამოხსნების გადმოგზავნასაც - ამისათვის ამოცანების ბოლოს გაჩნდება ღილაკი "ამოხსნა".

შეგახსენებთ, რომ ტურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ნებისმიერ მათგანში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა იმის მიუხედავად, მონაწილეობდით თუ არა წინა ტურებში.

გისურვეთ წარმატებას.

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება