Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

გამოქვეყნდა მე-9 ტურის შედეგები
2010-07-24

მე-9 ტურის შედეგების გამოქვეყნებით დამთავრდა "მზიურის" 2009-10 სასწავლო წლის ინტერნეტშეჯიბრება.
მე-9 ტურის შედეგები, როგორც ყველა სხვა გავლილი ტურისა, შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში "გავლილი ტურები".
ყველას გისურვებთ არდადეგებზე შინაარსიან და აქტიურ დასვენებას. მათემატიკას სულ ნუ დაივიწყებთ. როცა თამაშითა და დასვენებით დაიღლებით, გაიხსენეთ, რომ გიხმობთ და გელოდებათ მათემატიკის საინტერესო სამყარო, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ფიქრი და მსჯელობა, შეიძინოთ სწორი დასკვნების გამოტანის უნარი.
სექტემბრის პირველივე რიცხვებიდან ჩვენი შეჯიბრება განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჩატარდება "ტალანტების ფაბრიკის" შესარჩევი კონკურსი, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. კონკურსისათვის მოსამზადებლად ძალიან გამოგადგებათ ის მასალა, რომელიც განთავსებულია განყოფილებაში "გავლილი ტურები".

გისურვებთ წარმატებებს.

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება