Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ყურადღება, კონკურსი!
2009-05-22

2009 წლის 7 ივნისს ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების პირველი დასწრებული ტური.
დასწრებულ ტურში მონაწილეობისათვის ვიწვევთ თბილისის სკოლების მე-5, მე-4 და მე-3 კლასების იმ მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტშეჯიბრების დაუსწრებელი ტურებიდან თუნდაც ერთში მიღებული აქვთ 3 ქულაზე მეტი შეფასება.
სკოლების რეკომენდაციით მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან იგივე ასაკის ის მოსწავლეებიც, რომელთაც დაუსწრებელ ტურებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ტური ჩატარდება წერითი სახით. მოსწავლეებს მიეცემათ ხუთი ამოცანა და დრო 2 საათი. ამოცანები და მათი შეფასების სისტემა იქნება დაუსწრებელი ტურების ანალოგიური.
პირველი დასწრებული ტურის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ მეორე (საბოლოო) დასწრებულ ტურში.
დასწრებულ (ისევე, როგორც დაუსწრებელ) ტურში მონაწილეობა საუკეთესო გამოცდილებაა „მზიურის ტალანტების ფაბრიკის“ მისაღებ კონკურსში წარმატების მისაღწევად, რომელიც გაიმართება 2009 წლის ოქტომბერში.
ტურში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა მობრძანდეთ ჩვენთან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2009 წლის 5 ივნისის 18 საათი.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის მობრძანდით მისამართზე:
თბილისი, უზნაძის (ყოფილი კამოს) 70.
ტელ. 91-03-17, 95-45-75, 91-07-32.
ელფოსტა - [email protected]
ვებგვერდი - www.mziuri.ge

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება