Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ყურადღება, "მზიურის" მათემატიკური ინტერნეტ-შეჯიბრების ახალი სეზონი დაიწყო
2010-09-13

დაიწყო მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების 2010-2011 სასწავლო წლის პირველი ტური

ჩვეულებისამებრ, შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ მე-5, მე-4 და მე-3 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც აინტერესებთ და ეხალისებათ ძნელი მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობა.

მონაწილეობისათვის საჭიროა ერთჯერადი რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც მონაწილე იღებს უნიკალურ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლებიც უნდა დაიმახსოვროს. ამ სახელითა და პაროლით მონაწილე გადის ავტორიზაციას ყოველთვის (როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო ტურებში), როცა ეს მას დასჭირდება. ავტორიზაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა მონაწილეს ამოცანა (ან ამოცანები) ამოხსნილი აქვს და უნდა ამოხსნების გადმოგზავნა.

შარშანდელი ტურების მონაწილეებსაც ხელახალი (ერთჯერადი) რეგისტრაცია დასჭირდებათ.

გირჩევთ დაწვრილებითი ცნობებისათვის იხილოთ გვერდი წესები.

ერთჯერადი რეგისტრაციისათვის იხილეთ გვერდი რეგისტრაცია.

მიმდინარე ტურში მონაწილეობისათვის იხილეთ გვერდი მიმდინარე ტური.

 
გისურვებთ წარმატებებს !

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება