Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კონკურსის „იმედი ხვალის“ პირველი ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2010-05-29

ვითვალისწინებთ მონაწილეთა დიდ ინტერესს და ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე ვაქვეყნებთ მონაწილეთა შედეგებს.
ტურის მთლიანი ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება განყოფილებაში გავლილი ტურები.
მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს 5 ან მეტი ქულა.
მეორე ტური შედგება მომავალ კვირას - 6 ივნისს.

მონაწილეები უნდა გამოცხადდნენ დილას 10.00 საათზე 24-ე საჯარო სკოლაში (იქ, სადაც პირველი ტური ჩატარდა).
თან უნდა იქონიონ კალამი და შავად სამუშაო რვეული ან ფურცლები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მეორე ტური განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ამოცანების რაოდენობა იქნება ისევ ხუთი, დროც ორი საათი, მაგრამ ამოცანები იქნება არა ინტერნეტშეჯიბრების დაუსწრებელი ტურების, არამედ „ტალანტების ფაბრიკის“ სასწავლო ჯგუფების მისაღები კონკურსების ამოცანების მსგავსი. შეფასებაც ისევე მოხდება, როგორც შესარჩევ კონკურსზე.

იხილეთ შედეგები (წესისამებრ, ვაქვეყნებთ მხოლოდ არანულოვან შედეგებს):
უმცროსების კატეგორია - III-IV კლასები;
უფროსების კატეგორია - VI-VI კლასები;

გისურვებთ წარმატებებს!

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება