გამოქვეყნდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის 2021-22 სასწავლო წლის მეორე ტურის ამოცანები. იხილეთ განყოფილება მიმდინარე ტური.
შეგახსენებთ, რომ ტურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ნებისმიერ ტურში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა იმის მიუხედავად, მონაწილეობდით თუ არა წინა ტურებში.
ამოხსნების გამოგზავნის ბოლო ვადაა 24 დეკემბერი.
მოგვიანებით გამოქვეყნდება პირველი ტურის შედეგები განყოფილებაში გავლილი ტურები.
უახლოეს დღეებში გაიხსნება ამოხსნების გამოგზავნის საშუალებაც.
გისურვებთ წარმატებას.
გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...