Preloader

კონკურსი „იმედი ხვალის - 2010“

დაჯილდოების ცერემონია

კონკურსი „იმედი ხვალის - 2010“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა 2010 წლის 14 ივნისს.
მეორე ტურის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

  • პირველი ხარისხის დიპლომი;
  • მეორე ხარისხის დიპლომი;
  • მესამე ხარისხის დიპლომი;
  • სიგელი;
  • მონაწილის სერტიფიკატი.

მონაწილეებს ეს დოკუმენტებ გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიადების წესების ანალოგიური ალგორითმის მიხედვით. კერძოდ:

  • სიგელი ან რომელიმე ხარისხის დიპლომი მიიღო თითოეული კლასის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარმა;
  • მეორე ნახევარმა მიიღო მონაწილის სერტიფიკატი;
  • სიგელი მიიღო მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედმა;

მონაწილეთა ყველაზე მაღალქულიან მეოთხედში დიპლომები შემდეგნაირად განაწილდა:

  • მათი რაოდენობის დაახლოებით ნახევარმა (ანუ მთელი რაოდენობის მერვედმა) მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი;
  • დარჩენილ ყველაზე მაღალქულიან მერვედ ნაწილში კი პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები განაწილდა (დაახლოებით) შეფარდებით 1:2.

ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში ქვემომოყვანილ ცხრილშია მოცემული:

კლასი 

სერტიფ.

სიგელი

III ხარ. დიპლ.

II ხარ. დიპლ.

I ხარ. დიპლ.

სულ

მე-3

13

6

4

3

1

27

მე-4

35

17

11

6

3

72

მე-5

20

10

4

4

2

40

მე-6

21

11

5

3

2

42

დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა. წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრებმა და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.
ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მე-2 ტურის მონაწილეთა სკალირებული შედეგები:
უფროსი ასაკი (V-VI კლასი);
უმცროსი ასაკი (III-IV კლასი);

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება