Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ინტერნეტშეჯიბრების პირველი ტური დამთავრდა
2012-09-29

დამთავრდა 2012-13 სასწავლო წლის მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების პირველი ტური. მოკლე ხანში დაიწყება მეორე ტური. 

მოგვიანებით გამოქვეყნდება პირველი ტურის შედეგები განყოფილებაში გავლილი ტურები.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ვემზადებით "ტალანტების ფაბრიკის" შესარჩევი კონკურსის ჩასატარებლად. შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია, რომლის ბოლო ვადაა 5 ოქტომბრის 18.00 სთ.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ტლეფონებზე 295-45-75, 291-03-17 ან მოგვმართეთ მოსამართზე: თამარ მეფის გამზირი, N14, მე-3 სართული.

რეგისტრაციის დროს გაიგებთ კონკურსის ჩატარების დროსა და ადგილს.

გისურვებთ წარმატებას.

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება