Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

"პითაგორას თასი-2012" დაიწყო
2011-11-21

 

ყოველწლიური მათემატიკური ტურნირი “პითაგორას თასი” შედგება ორი დაუსწრებელი და ორი დასწრებული ტურისაგან.

თუ გსურთ ტურნირში მონაწილეობა, მაშინ უნდა ამოხსნათ თანდართული ამოცანები სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით; გააფორმეთ ის უჯრედებიან რვეულში. თითოეულ ამოხსნილ ამოცანას დაუთმეთ რვეულის ერთი ფურცელი, ანუ ფურცლის ორი გვერდი.

შემდეგ ტურში გასვლისთვის აუცილებელია I ტურში დააგროვოთ მაქსიმალურ ქულათა ჯამის არანაკლებ 90%-ისა.

გარეკანზე დააწერეთ:

“პითაგორას თასი-2012” – დაუსწრებელი I ტური.

---------------------------------  --------------------------------  სკოლა------------------ კლასი----------
გვარი         სახელი

თარიღი-----------------    ტელ:----------------------

რვეული 2012 წლის 31 იანვრამდე უნდა ჩააბაროთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელს ზურაბ აღდგომელაშვილს (IV სართული, ოთახი N15) ან დირექტორის მოადგილეს ოლეგ ალავიძეს (IV სართული, ოთახი N16).

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #180, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი, (დინამოს სტადიონთან ახლოს).
ტურნირ “პითაგორას თასი-2012”-ის თავმჯდომარე ზ.აღდგომელაშვილი.
საკონტაქტო ტელეფონები: 279-36-93 (სახლი 18.00-24.00), 577-72-30-49 (მობილური).
E-Mail – [email protected]

აქ შეგიძლიათ იხილოთ ამოცანები:
IV - კლასი;
V - კლასი;
VI - კლასი;
VII - კლასი;
VIII - კლასი;
IX - კლასი;
X-XI-XII - კლასები;

 

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება