Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ყურადღება, „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების ახალი სეზონი დაიწყო!

Post Date: 2008-12-11

ყურადღება, „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების ახალი სეზონი დაიწყო!

დაიწყო მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების 2008-2009 სასწავლო წლის პირველი (საცდელი) ტური
ჩვეულებისამებრ, შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ მე-5, მე-4 და მე-3 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც აინტერესებთ და ეხალისებათ ძნელი მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობა.
მონაწილეობისათვის საჭიროა ერთჯერადი რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც მონაწილე იღებს უნიკალურ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლებიც უნდა დაიმახსოვროს. ამ სახელითა და პაროლით მონაწილე გადის ავტორიზაციას ყოველთვის (როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო ტურებში), როცა ეს მას დასჭირდება. ავტორიზაციის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა მონაწილეს ამოცანა (ან ამოცანები) ამოხსნილი აქვს და უნდა ამოხსნების გადმოგზავნა.
გირჩევთ დაწვრილებითი ცნობებისათვის იხილოთ გვერდი წესები



შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება