Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კონკურსი "იმედი ხვალის" მეორე ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2010-06-08

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 14 ივნისს, 18.00 საათზე 24-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში.
მონაწილეთა შედეგები გამოცხადდება მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზე.
მეორე ტურის თითოეული მონაწილე მიიღებს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთს:

  • პირველი ხარისხის დიპლომი;
  • მეორე ხარისხის დიპლომი;
  • მესამე ხარისხის დიპლომი;
  • სიგელი;
  • მონაწილის სერტიფიკატი.

მონაწილეთათვის ამ დოკუმენტების გადაცემა მოხდება საერთაშორისო ოლიმპიადების წესების ანალოგიური ალგორითმის მიხედვით. კერძოდ:

  • სიგელს ან რომელიმე ხარისხის დიპლომს მიიღებს თითოეული კლასის მონაწილეთა დაახლოებით ნახევარი;
  • მეორე ნახევარი მიიღებს მონაწილის სერტიფიკატს;
  • სიგელს მიიღებს მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი;

მონაწილეთა ყველაზე მაღალქულიან მეოთხედში დიპლომები შემდეგნაირად განაწილდება:

  • მათი რაოდენობის დაახლოებით ნახევარი (ანუ მთელი რაოდენობის მერვედი) მიიღებს მესამე ხარისხის დიპლომს;
  • დარჩენილ ყველაზე მაღალქულიან მერვედ ნაწილში კი პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები განაწილდება (დაახლოებით) შეფარდებით 1:2.

დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს დიპლომებს გადასცემენ სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერები, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელები. წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრები და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებული სხვა მოსწავლეები.
ცერემონიალზე მოწვეული არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასმედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ვითვალისწინებთ მონაწილეთა ინტერესს და ვაქვეყნებთ მე-2 ტურის ამოცანებს ამოხსნების გარეშე:
უფროსების კატეგორია - V-VI კლასები;
უმცროსების კატეგორია - III-IV კლასები;
მე-2 ტურის სრულ ანგარიშს (პირველი ტურის სრულ ანგარიშთან ერთად) გამოვაქვეყნებთ ორი კვირის შემდეგ ინტერნეტ-შეჯიბრის ვებგვერდის განყოფილებაში "გავლილი ტურები".

შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება