Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

გამოქვეყნდა ინტერნეტშეჯიბრების მე-6 ტურის შედეგები

Post Date: 2010-03-30

გამოქვეყნდა მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრების მე-6 ტურის შედეგები.
წინა ტურიდან შეჯიბრებაში სიახლეა - ყოველი ტურის შედეგების მიხედვით გაიცემა პრიზი - ლოგიკური ამოცანების კრებული.
პრიზის მიღება შეუძლია როგორც ცალკეულ მოსწავლეს, ასევე სკოლის ბიბლიოთეკას.
მოსწავლემ პრიზის მისაღებად უნდა წარმოადგინოს ცნობა სკოლიდან რეგისტრაციის მონაცემების დასადასტურებლად.
სკოლიდან პრიზის მისაღებად უნდა მობრძანდეს წარმომადგენელი.
მე-6 ტურის შედეგების მიხედვით პრიზები გადაეცემათ:

1. თბილისის მე-10 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეს ანი დევიძეს;
2. თბილისის 178-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეს ბექა ცუხიშვილს;
3. ქუთაისელ (სკოლა უცნობია) მე-5 კლასის მოსწავლეს გიორგი კვესელავას;

გამარჯვებულებს ვთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე 95-45-75




შემოგვიერთდით

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება