მიმდინარეობს მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის პირველი ტური. გაიხსნა ნამუშევრების გამოგზავნის საშუალება.
ყველა ძველი ანგარიში გაუქმებულია, ამიტომ ყველას, მათ შორის ძველ მონაწილეებსაც, მოგიწევთ მონაწილეობისათვის რეგისტრაციის თავიდან გავლა.
შეგახსენებთ, რომ წესების მიხედვით პირველ ტურში მხოლოდ პირველი ლიგაა. მეორე ტურიდან დაწყებული უკვე ტურებში იქნება როგორც პირველი, ასევე უმაღლესი ლიგის ხუთ-ხუთი ამოცანა.
მონაწილეობისათვის იხილეთ განყოფილება მიმდინარე ტური.
თბილისელ მოსწავლეებს შეგახსენებთ, რომ მალე შედგება ტალანტების ფაბრიკის შესარჩევი კონკურსი და, თუ რეგისტრაცია ჯერ არ გაგივლიათ, აუცილებლად დაგვირეკეთ.
გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...